|
2017-05-04 13:27:33, 2022 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანია ნაწილია. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მტკიცეა. "ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი და მძლავრი გზავნილი გავრცელდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ძალიან მტკიცეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. ბოლო დღეებში აშშ-ის კონგრესმენების წერილი, წარმომადგენლობით პალატის პროექტი, ასევე ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება, ეს ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ობიექტურ სურათს. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის პროექტს, ეს მართლაც უპრეცედენტოა. ბიუჯეტის შესახებ კანონში ფაქტობრივად, ჩნდება ჩანაწერი საქართველოს შესახებ, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ აშშ-ს არ სურს რაიმე ფორმით წაახალისოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. ეს არის ძალიან ქმედითი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით",- განმარტა ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)