|
2017-05-04 11:46:20, 1860 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: 162-ე საჯარო სკოლაში კადრების ოპტიმიზაცია არ იგეგმება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ჯეჯელავას თქმით, სკოლაში ოპტიმიზაცია არ იგეგმება და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ სკოლებმა მომავალში მჭიდროდ ითანამშრომლონ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ: „ერთი, ოპტიმიზაცია არ იგეგმება არც ამ სკოლაში და არც სხვა სკოლაში. ეს ცალსახაა. მეორე, ამ პედაგოგებს ჰქონდათ დაახლოებით 7 შეხვედრა ამ მემორანდუმთან დაკავშირებით და ძალიან დეტალურადაა განმარტებული ყველაფერი ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვაპირებთ, სკოლების თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო მჭიდრო. მოგეხსენებათ, თბილისის სკოლებს შორის სასწავლო შედეგების თვალსაზრისით ძალიან დიდი განსხვავებებია. შესაბამისად, ვფიქრობთ, თუ რაიმე მიგნება გვაქვს რომელიმე სკოლაში, გვერდზე სკოლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ამ მიგნებებით ისარგებლონ. ასევე, მაგალითად, იგივე კომაროვის სკოლა წლებია რეგიონებში ასეთ პარტნიორობას ახორციელებს, იგივე შაბათის სკოლის პროექტის განხორციელებით და ა.შ. ჩვენ გვგონია, რომ ეს პრაქტიკა, პრინციპი, რომ სკოლებმა ერთმანეთთან ითანამშომლონ, გრძელვადიან პერიოდში მოიტანს ხარისხობრივ გაუმჯობესებას. რაც შეეხება რომ ხალხს ეშინია, ესეიგი, სამწუხაროდ, წარსულში ბევრი რამე ხდებდა პედაგოგებთან, სკოლებთან და ადმინისტრაციებთან შეუთანხმებლად წინა ხელისუფლების პიროებში და ამიტომ ეს შიშები, ალბათ, იქიდან წამოსულია. ამ შემთხვევაში მინდა, თქვენი დახმარებით დავარწმუნო ყველა, რომ ყოველგვარი ოპტიმაზია და ნეგატიური შედეგები გამოვრიცხოთ ამ პროექტის ფარგლებში. სკოლები დარჩებიან დამოუკიდებელი, ვცდილობთ, ჯგუფური პარტნიორებები გავაკეთოთ, რომლითაც ეს სკოლები ერთმანეთს დაეხმარებიან.ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ კერძო და საჯარო სკოლებიც იქნებიან მომავალში ასეთ პარტნიორობაში. ანი, საჯარო სკოლები ერთმანეთთან, საჯარო სკოლები ერთმანეთთან და ასევე კერძო და საჯარო სკოები ერთმანეთთან“,-განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ. შეგახსენებთ, თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მიზეზად პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმი სახელდება. სკოლის პედაგოგების განცხადებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლის შენობაში გადმოდის, რასაც კადრების ოპტიმიზაცია მოყვება.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)