|
2017-05-03 16:01:21, 2394 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს მხარს უჭერს
საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად, 47.2 მილიონი ევროს ოდენობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების ფინანსირების ხელშეკრულება გაფორმდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა მოაწერეს. უწყების ცნობით, ეს არის ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება (DPO2). პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 28 აპრილს დაამტკიცა. „განვითარების პოლიტიკის ღონისძიება“ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. ის, ძირითადად, მიმართულია სახელმწიფო ორგანიზაციების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებასა და საჯარო სამსახურის ბიუჯეტირების გაუმჯობესებაზე, აგრეთვე მოსახლეობისთვის სოციალური მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე. „მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმებს განათლების, საჯარო მმართველობის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რამაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენა უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმების განხორციელების მიზნით, მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს სახელმწიფო ინსტიტუტების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერების, ბიუჯეტირებისა და საჯარო სამსახურის რეფორმის, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. „დღეს ხელმოწერილი შეთანხმება აღნიშნული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. „აღნიშნული ღონისძიება ამყარებს მთავრობის მზაობას მაკრო-ფისკალური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა. მისივე თქმით, „რეფორმები ფისკალურ და სოციალურ სფეროებში გააუმჯობესებს საქართველოს მაჩვენებლებს მომდევნო წლებში და აამაღლებს ცხოვრების სტანდარტებს საკუთარი მოქალაქეებისთვის.“ ინკლუზიური ზრდის მიღწევა მოითხოვს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში და კერძო სექტორის განვითარებას. მიმდინარე ღონისძიება მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას აღნიშნული მიზნების მიღწევაში. დღეს ხელმოწერილი ფინანსირების ხელშეკრულება ემყარება განვითარების პოლიტიკის წინა ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იყო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მდგრადი ეკონომიკური განვითრების მისაღწევად. მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და ასახულია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის 2014–2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში. რეფორმის სფეროები შერჩეულ იქნა მსოფლიო ბანკის ჩართულობით და განისაზღვრა ქვეყნის მიერ მათი განხორციელების შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მეშვეობით. მსოფლიო ბანკის საქართველოში განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებებმა 1992 წლის შემდეგ, დაახლოებით, 2.27 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)