|
2015-04-10 16:25:14, 808 ნახვა
სამართალი
ნინო გიორგობიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შალვა აბულაძე პოლიციას ჩაბარდა, უარყოფს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა, უარყოფს. როგორც გიორგობიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, აბულაძემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევას სცდილობდა, თუმცა სამართალდამცავებმა ის დააკავეს. მისივე თქმით, სპეცოპერაცია შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით პროფესიონალურად ჩატარდა. „მინისტრის ხელმძღვანელობით ეს სპეცოპერაცია ჩატარდა პროფესიონალურად! დანაკარგების გარეშე! მადლობა თითოეულ დანაყოფს და პოლიციელს ვინც შალვა აბულაძის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა! ზოგიერთები ცდილობენ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ის თავად ჩაბარდა, ეს არის ტყუილი! და ამ ინფორმაციას ავრცელებენ ის ადამიანები ვინც საერთდ არ ყოფილა ადგილზე სპეცოპერაციის დროს და არიან შალვა აბულაძის ახლობლები.. აბულაძემ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ცდილობდა გაქცევას, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს“, – წერს გიორგობიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)