14:17 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 15:59:10, 2386 ნახვა

მსოფლიო
პარიზში „მაისის დღის“ აქციაზე სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

საფრანგეთში “მაისის დღის”  მსვლელობისას პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ერთერთმა აქტივისტმა  პოლიციის მიმართულებით “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა, რის შედეგადაც პოლიციის ერთმა ოფიცერმა ძლიერი დამწვრობა მიიღო, ორი კი, მსუბუქად დაშავდა.

სააგენტოს ცნობით, რამდენიმე პროფკავშირელი და მემარცხენე ეროვნული ფრონტის  წინააღმდეგ,  ეროვნული სოლიდარობის დღის მოწყობას ცდილობდა მსგავსად 2002 წლის პროტესტისა, როდესაც ჟან მარინ ლე პენი იყრიდა კენჭს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციის თანამშრომელი როგორ ცდილობს მიმართულება შეუცვალოს აბუნტებულებს და როგორ მოიცვა ცრემლსადენმა გაზმა  ქუჩები.

მარინ ლე პენი მომხდარს Tweeter-ის საკუთარ  გვერდზე გამოეხმაურა. მან დაშავებულ პოლიციელებს უთანაგრძნო და განაცხადა, რომ ეს იყო მიუღებელი საქციელი და პარიზის ქუჩებში მსგავსი რამის ნახვა აღარ სურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics