23:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 14:01:16, 2184 ნახვა

ეკონომიკა
8 მაისს „თიბისი“ და „რესპუბლიკა“ გაერთიანდებიან

თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანებასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 18:00 საათიდან, ბანკი რესპუბლიკის სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები შეჩერდება 5 მაისს, 16:00 საათიდან.

თიბისი ბანკის რამდენიმე სერვისი, 6 და 7 მაისს,  დროებით შეიზღუდება. არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი.  ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.

8 მაისიდან, თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება, ბანკი რესპუბლიკის კლიენტები თიბისი ბანკის ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.

 თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული თიბისი ბანკის ბარათები ფილიალებიდან, რადგან  5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, ბანკი რესპუბლიკის ბარათები აღარ იქნება აქტიური. ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს თიბისი ბანკში ახლად გახსნილ ანგარიშებზე. 8 მაისიდან ანგარიშებზე მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკის და ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში.  დამატებითი ინფორმაციისთვის კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ თიბისი ბანკის ან ბანკ რესპუბლიკის სატელეფონო ცენტრს (  +995 32 2 90 90 90 ან +995 32 2 27 27 27).   

თიბისი ბანკი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს, ტექნიკური გაერთიანების გამო, სერვისების დროებით შეფერხებისათვის. დეტალური ინფორმაცია, გაერთიანების შედეგად, პროდუქტებსა და მომსახურებებში განხორციელებულ ცვლილებებზე იხილეთ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/q-a

 

(R) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics