|
2017-05-01 14:52:49, 2277 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის, არაერთი ტყუილი მოვისმინეთ
"ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აწვდის აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“ "თუ შენ მოსახლეობას არ ესაუბრები კონკრეტულ ცვლილებებზე, რომელიც მომზადებულია, ბუნებრივია, ასეთ დროს საყოველთაო სახალხო განხილვას ვერ ექნება ეფექტი. ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აწვდის აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, რადგან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოების ინფორმირებაზე. მაგალითად, მან ერთხელ თქვა, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობიანობის პერიოდში აქვს ჯარების თავისი გადაწყვეტილებით გადაადგილების შესაძლებლობა. ასეთი ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტმა საზოგადოებას. არ ვიცი, რანაირად არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით. ან, თუ აქვს ინფორმაცია და შეგნებულად ამბობს ასეთ რამეს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, რაც მძიმე შეფასებას იმსახურებს. ბუნებრივია, არავის მიუნიჭებია პრემიერისთვის მშვიდობიანობის პერიოდში ჯარების საკუთარი შეხედულებებით გადაადგილების უფლება. ასეთი რამ სამხედრო დიქტატურებშიც კი არ ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი სახით ხდება მოსახლეობის დეზინფორმირება ამ კამპანიის ფარგლებში. ასეთი პირობებით ვერ მივიღებთ შედეგს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)