14:44 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 16:24:38, 2420 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კენეტ იალოვიცი: საქართველოსა და ამერიკას აქვს ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დამყარებული

„საქართველოსა და ამერიკას აქვს ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დამყარებული“, - ამის შესახებ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ფორუმზე განაცხადა.

„ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ ვიმყოფები. შევხვდი ძალიან ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი იმ ისტორიულ პერიოდში. თქვენი ქვეყანა გაძლიერდა და განვითარდა. მიხარია, რომ ვხედავ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. საქართველოსა და ამერიკას აქვს ძლიერი პარტნიორობა, რომელიც არის საერთო ღირებულებებზე დამყარებული, ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ჩვენ ეს გვაერთიანებს“, - განაცხადა კენეტ იალოვიცმა.

 მშვიდობას, სტაბილურობას, თუ როგორ ძლიერდება დემოკრატია ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ძალიან მიხარია, აქ ყოფნა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძლიერი პარტნიორობა, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებზე და ეს ღირებულებებია - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ჩვენ სწორედ ეს გვაერთიანებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ 25 წლისთავს”, -

ფორუმი - „ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე"  აშშ–ს ელჩმა იან კელიმ გახსნა . დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ფორუმის  გახსნას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები– რიჩარდ მაილსი, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics