|
2017-04-29 13:30:38, 2446 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი Brexit-ის სტრატეგიაზე იმსჯელებს - სამიტს დიდი ბრიტანეთი არ დაესწრება
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბრიუსელში მორიგ სამიტს გამართავენ, სადაც Brexit-ის სტრატეგიასა და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობებზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამიტს 27 სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება, თუმცა მასში მონაწილეობას დიდი ბრიტანეთი აღარ მიიღებს. ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ვიდრე სავაჭრო ურთიერთობებზე მსჯელობა დაიწყება, იქამდე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს უნდა მიაღწიონ. მედიის ცნობით, ოფიციალურ ლონდონსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ანუ 8 ივნისამდე არ დაიწყება. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის წერილშია აღნიშნული, შეთანხმებას „ხალხზე, ფულსა და ირლანდიაზე“ იქამდე უნდა მიაღწიონ, ვიდრე დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სამომავლო ურთიერთობების საკითხის განხილვა დაიწყება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მათ არ სურთ, რომ სამომავლო სავაჭრო ურთიერთობების საკითხზე მოლაპარაკებები გადაიდოს. „ვიდრე ჩვენს მომავალზე ვიმსჯელებთ, იქამდე წარსულში არსებული საკითხები უნდა გადავწყვიტოთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა და სამი პრიორიტეტული საკითხი გამოყო: 1) ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ არ გახდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი და ისარგებლებენ თანაბარი უფლებებით. 2) დიდმა ბრიტანეთმა უნდა შეასრულოს ყველა თავისი ფინანსური ვალდებულება, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. 3) უნდა იყოს მიღწეული შეთანხმება, რათა „თავიდან ავიცილოთ ძლიერი საზღვარი ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის“. „ჩვენ ვერ განვიხილავთ ბრიტანეთთან სამომავლო ურთიერთობებს, თუ ვერ მივაღწევთ მნიშვნელოვან პროგრესს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მთავარ საკითხებზე“, - აღნიშნა ტუსკმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)