|
2017-04-27 11:28:20, 2208 ნახვა
ეკონომიკა
„ბანკი რესპუბლიკისა“ და „თიბისი ბანკის“ გაერთიანება 6 მაისს დასრულდება
„თიბისი ბანკისა" და „ბანკი რესპუბლიკის" გაერთიანება 6 მაისს სრულდება, რის გამოც მიმდინარეობს „ბანკი რესპუბლიკის" ბარათების „თიბისი ბანკის" ბარათებით ჩანაცვლება. 6 მაისის შემდეგ უკვე მომხმარებელი „ბანკი რესპუბლიკის" ბარათების ნაცვლად „თიბისი ბანკის" ბარათების მოხმარებას განაგრძობს. ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში," უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი „თიბისი ბანკში", რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის" ფილიალებიდან შეუძლიათ. ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის „ქოლცენტრს" ნომერზე - 2 27 27 27. „ბანკი რესპუბლიკის" ბარათები „თიბისი ბანკის" იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, „ბანკი რესპუბლიკის" ყოფილი ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს „თიბისი ბანკში", რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის" ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს „თიბისი ბანკში". ბარათების გადასაცვლელად რამდენიმე დღეა დარჩენილი. „თიბისი ბანკი" თხოვნით მიმართავს კლიენტებს, საკუთარი ბარათების ასაღებად ფილიალებს მაქსიმალურად დროულად მიმართონ. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/q-a
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)