12:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 12:56:18, 2206 ნახვა

სამართალი
როგავების ოჯახის წევრების აქციაზე, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ქალბატონი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული როგავების ოჯახის წევრების აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი ქალბატონი დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ენგურის ხიდზე  მისი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე- წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე-კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის  მუხლებით მოხდა.

ქალბატონს დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლებენ.

მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებისგან მათ გასათავისუფლებლად, უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

არჩილ და პაატა როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა  ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 5 აპრილს იმ დროს დააკავეს, როცა ისინი  მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ.

მათ ბრალი  დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics