|
2017-04-26 10:17:25, 2094 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტით ენერგოეფექტურობა წახალისდება
ენერგოეფექტურობის წახალისება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციისას განაცხადა. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მცხოვრებლებს შეეძლებათ, დაამონტაჟონ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოონ ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში ჩაერთონ ელექტროსისტემაში. ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიით მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება. „აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ ოჯახს უნდა, რომ ჰქონდეს მცირე მიკრო ელექტროსადგურის ან მზის პანელების ელექტროსადგური, ჩვენ რა თქმა უნდა მათ წავახალისებთ," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, „ცვლილება საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გაააქტიურებს და სტიმულს მისცემს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამოყენებას". მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური არის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომლის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატს არ აღემატება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)