10:58 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 13:48:27, 449 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე: ფაქტია, რომ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე არ დგას და ამას სასწრაფოდ შველა სჭირდება

„ფაქტია, რომ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე არ დგას და ამას სასწრაფოდ შველა სჭირდება“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ქაშუეთის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ტრაგედიის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ როცა სახელმწიფო ძლიერია და სახელმწიფო სტრუქტურები არიან კარგად აწყობილნი, მაშინ ასეთი ტრაგედიის ალბათობა მცირეა.

„საშინელი ტრაგედიაა. სრულიად ახალგაზრდა მშობლებმა დაკარგეს შვილი, მეუღლემ დაკარგა მეუღლე და გვერდში მდგომი ადამიანი. ოჯახმა მართლაც წარმოუდგენელი ტრაგედია განიცადა. ჩვენ ყველანი ვუსამძიმრებთ მათ ამ ძალიან მძიმე წუთებში. სამწუხაროდ ვერაფერით ვეღარ დავეხმარებით ჩვენ ამ ადამიანებს. ერთი კი არის, რომ მათ შვილს პატივი უნდა მივაგოთ ყველამ და ასეთ ვითარებებში დაღუპული ადამიანების პატივსაცემად, რომლებიც სამშობლოს, მოქალაქეებს იცავენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამავე დროს, სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული. სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხდება, მაგრამ როცა სახელმწიფო ძლიერია და სახელმწიფო სტრუქტურები არიან კარგად აწყობილნი, მაშინ ასეთი ტრაგედიის ალბათობა ალბათ მცირდება. არ მინდა ამ მძიმე დღეს პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი სტრუქტურები და სახელმწიფო დღეს თავის სიმაღლეზე არ არის და ამას სასწრაფოდ შველა სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics