|
2017-04-25 13:14:00, 1716 ნახვა
პოლიტიკა
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ანტიკორუფციულმა საბჭომ, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობს, ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა; 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესისა და მონიტორინგის ანგარიშები, აგრეთვე, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სამართლებრივი ბაზის შესახებ საჯარო მოხელეთა საერთო ტრენინგგეგმა წარმოადგინა. ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადებულია სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელისა“ (OECD-ACN) და არასამთავრობო (TI, IDFI, GYLA) ორგანიზაციების რეკომენდაციები. ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს: საჯარო სამსახურში სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დანერგვას; ანტიკორუფციულ საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას; პროკურორთა ანაზღაურებისა და წახალისების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემისა და პერიოდული შეფასების მექანიზმის დანერგვას; აგრეთვე, პროკურორთა და მოსამართლეთა ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას; მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის დანერგვასა და მოსამართლეთა დამატებითი ანაზღაურების ბონუსების საკითხის გადაწყვეტას;„საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სანქციების ჰარმონიზაციასა და პროპორციულობის უზრუნველყოფას; ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას; პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების ანგარიშვალდებულებების პროცესის დახვეწას; ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებას; ყველა მუნიციპალიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების მართვის ინტეგრირებას საჯარო ფინანსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ბიზნესის კეთილსინდისიერების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის; ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწას;მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერებას; მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებას და სხვ. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)