22:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 11:36:25, 2410 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: მარინ ლე პენი საფრანგეთისთვის საშიშია

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არჩევნებში მხარს ცენტრისტ ემანუელ მაკრონს დაუჭერს.

ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ოლანდმა აღნიშნა, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, "ნაციონალური ფრონტიდან" მარინ ლე პენი საფრანგეთისთვის საშიშია.

"ემანუელ მაკრონი, დღეს, ის არის ვინც ღირებულებებს დაიცავს. იმ ღირებულებებს, რომლებიც საფრანგეთ, ევროკავშირს და მთელ მსოფლიოს აერთიანებს ამ რთულ დროში. ფსონზე დევს ჩვენი ფრანგული იდეა, ჩვენი ერთობა, ევროკავშირთან პარტნიორობა და ჩვენი ადგილი მსოფლიოში. მე რაც შემეხება, ვაპირებ ხმა ემანუელ მაკრონს მივცე", - განაცხადა ოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მეორე ტურში ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი და პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ.  

ამავე თემაზე: საფრანგეთი 25-ე პრეზიდენტის მოლოდინში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics