11:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 12:56:07, 414 ნახვა

პოლიტიკა
ალექსი პეტრიაშვილი: ბექა მარგიშვილი ბევრი ჩვენთაგანისთვის სამაგალითო იქნება

„ბექა მარგიშვილი ბევრი კოლეგებისთვის და ბევრი ჩვენთაგანისთვის სამაგალითო იქნება“, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ქაშუეთის ტაძართან განაცხადა.

მისივე თქმით, ბექა მარგიშვილმა ჩვენი  მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სიცოცხლე გაწირა და ის ქვეყნის სამაგალითო ოფიცერია.

„დღეს ძალიან მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის.  უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენი ქვეყნის გმირს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს წირავდა საკუთარ სიცოცხლეს. ის არის სანიმუშო და სამაგალითო ოფიცერი, შვილი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი. ბექა მარგიშვილი არის გმირი პოლიციელი, ის იქნება სამაგალითო კოლეგებისთვის და ბევრი ჩვენთაგანისთვის“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ქაშუეთის ეკლესიაში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics