04:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 14:58:26, 1600 ნახვა

საზოგადოება
გაზაფხულის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, გაზაფხულის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნენ.

მერიის ცნობით, გაზაფხულის ქუჩაზე, 5000  კვადრატულ მეტრზე, ასფალტის ახალი საფარი  დაიგება და  ბორდიურები მოეწყობა.

გარდა ამისა,  აღნიშნულ მისამართზე კაპიტალურად შეკეთდება 5 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოც. ეზოებში, 2100 მეტრზე  დაიგებას ასფალტის ახალი საფარი.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics