|
2017-04-21 20:19:37, 2110 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას
„საქართველოს უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს, როგორც მოგეხსენებათ, რაც, გარდა მჭიდრო და მეტად მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებზე და სწრაფვაზე, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უკრაინელ კოლეგასთან პავლო კლიმკინთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ჯანელიძის განცხადებით ორ ქვეყანას მსგავსი პრობლემები და ერთიანი გამოწვევები გააჩნია. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დე-ოკუპაციისთვის 2008 წლის 12 აგვისტოსა და მინსკის შეთანხმებების შესრულება არის აუცილებელი. როგორც პრეს-კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა ურთიერთ მხარდაჭერის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა გრძელდება და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ყველა ფორმატში. „ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საერთო გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო ასპარეზზე თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზების მიზნით. შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ საერთო ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე და ასევე ერთიანი პოზიციის მნიშვნელობაზე" - განაცხადა მინისტრმა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო მზადაა უკრაინულ მხარეს გაუზიაროს გამოცდილება კონფლიქტთან და მისი მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებთან დაკავშირებით.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)