22:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:14:48, 2591 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: ვუსამძიმრებ დაღუპული პოლიციელის ოჯახს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა .

როგორც ოლანდმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პოლიციელები და ჟანდარმერია თავიანთი მისიის შესრულებისას მაქსიმალურად დაცულები იყვნენ.

„ვუსამძიმრებ დაღუპული პოლიციელის ოჯახს და ჩემი ფიქრებით ვარ იმ პოლიციელთან, რომელიც ამ თავდასხმის დროს დაიჭრა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს პოლიციას ძალიან რთულ პირობებში უწევს მუშაობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვიღებ ვალდებულებას -  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიციელები და ჟანდარმერია თავიანთი მისიის შესრულებისას მაქსიმალურად დაცულები იყვნენ“,- აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.  თავდამსხმელად კი ბელგიელი აბუ იუსუფი დაასახელა. თავდასხმაში ბრალდებული პირი ანალოგიური დანაშაულისთვის 2005 წელსაც იყო დაკავებული. ამასთან, ეწვმიტანილის თანამზრახველი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. ახლა მისი იდენტიფიკაცია მიმდინაროებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში 50 000 სამარტალდამცველი და ჟანდარმი დამატებით არის მობილიზებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics