11:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 09:40:36, 2444 ნახვა

სამართალი
თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან  წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე,  1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გ.ი.-ს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც   დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics