|
2017-04-20 14:15:09, 784 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ქვემო სილეზიის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიის სავოევოდოს სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს. დელეგაცია, რომელსაც ვიცე-მარშალი ეჟი მიხალაკი ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის წევრებით, სავოევოდოს მარშლის ოფისისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებით. მათ დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უმასპინძლა. მინისტრი სტუმრებს მოადგილეებთან და პოლონეთში გადამზადებულ ბათუმელ მედიკოსებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის სავოევოდოს შორის თანამშრომლობა მრავალი წელია არსებობს, რომლის ფარგლებში, რეგიონის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა. კერძოდ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო სტაჟირება გაიარა ჯამში 20-ზე მეტმა ბათუმელმა მედიკოსმა. უფრო კონკრეტულად, 2016 წელს შედგა ონკოლოგიური ცენტრის ხუთი თანამშრომლის ვიზიტი ქ. კატოვიცეში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრში. პოლონეთში ასევე იმყოფებოდა ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ხუთი ექიმი და ორი მედდა. 2014 წელს ექიმ-რევმატოლოგმა ნერიმან ცინცაძემ და იმუნოლოგმა ლეილა ახვლედიანმა ორკვირიანი კურსი გაიარეს სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“. 2014 წელს პოლონელი რეაბილიტოლოგის ვიზიტი შედგა ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. 2012 წლამდე ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში, სტაჟირების კურსი შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ გაიარა. დღესვე, დელეგაციის წევრები ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს და კლინიკა „მედცენტრს“ ეწვევიან. ისინი გაეცნობიან მათ საქმიანობას და სერვისებს, ასევე დაათვალიერებენ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობას. (NS)
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)