|
2017-04-19 18:18:24, 2340 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს
„აწარმოე საქართველოში“ განახლებულ სტრუქტურას, რომლის პრეზენტაციაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართა, მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს. ახალი სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს - ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს გააერთიანებს. „ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება სამი მიმართულება: „აწარმოე საქართველოში-ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში-ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია.“ გარდა ამისა, სააგენტოს დაემატა ეკონომიკური ატაშეების ახალი მიმართულება. ეკონომიკური ატაშეები აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენს ექსპორტიორებისა და ინვესტორების გუნდთან, რათა დააკავშირონ როგორც პოტენციური ინვესტორები, ასევე პოტენციური შემსყიდველები იმ სავაჭრო პარტნიორების ქვეყნებიდან, რომლებშიც იქნებიან წარდგენილნი“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს მარიანა მორგოშიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)