|
2017-04-18 19:00:46, 2314 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი: გამარჯვების შემთხვევაში ნებისმიერი სახის იმიგრაციას ავკრძალავ, სანამ შესაბამისი კანონპროექტი არ მიიღება
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის და "ნაციონალური ფრონტის" ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ქვეყანაში ნებისმიერი სახის იმიგრაციას აკრძალავს მანამ, სანამ ლეგალური მიგრაციის შესახებ კანონპროექტი არ შემუშავდება და არ დამტკიცდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. "მინდა, რომ ლეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით მორატორიუმი დავაწესო, რათა ეს შეშლილი, უკონტროლო სიტუაცია, რომელიც ჩვენ ქვემოთ მიგვათრევს შეჩერდეს", - აღნიშნა ლე პენმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას. ამის შემდეგ, მისივე თქმით, იგეგმება უფრო მკაცრი, ბევრად უფრო გააზრებული, ჰუმანური და კონტროლირებადი საიმიგრაციო წესები. ფრანგულმა მემარცხენე გაზეთმა Liberation-მა ლე პენის ამ გამოსვლას, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაზე უკომპრომისო უწოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ფრანსუა მაკრონიმ აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთი ევროკავშირის წევრი დარჩება და ურთიერთობები გაუმჯობესდება. ექსპერტების შეფასებით, ფრანსუა მაკრონი და მარინ ლე პენი არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მეორე ტურის ფავორიტად ფრანსუა მაკრონის მიიჩნევენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)