10:58 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 16:59:11, 560 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე საჩხერის პოლიციის უფროსთან ნათესაურ კავშირს უარყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე საჩხერის პოლიციის უფროსთან რეზო კობახიძესთან ნათესაურ კავშირს უარყოფს. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რეზო კობახიძე მას შემდეგ გაიცნო, რაც პოლიციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

მანანა კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რეზო კობახიძემ საჩხერის პოლიციის შენობა დაცხრილა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გენისპექცია მოკვლელვას აწარმოებს. ხოლო დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, მან პასუხი უნდა აგოს. 

 „ეს ინფორმცია რა თქმა უნდა ჩემამდე მოვიდა და გავიგე ამ ინცინდენტის შესახებ, რომელიც საჭიროებს გამოკვლევას. რამდენადაც ვიცი, გენინსპექცია უკვე აწარმოებს მოკვლევას. რა თქმა უნდა თუ მოხდა დანაშაული კანონით გათვალსიწნებული ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. ვინც არ უნდა იყოს ის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.  რაც შეეხება ნათესაობას, გეტყვით რომ რეზო კობახიძე ჩემი არავითარი ნათესავი არ არის. მე საერთოდ ბიძები ბიძაშვილები არ მყავს. ეს პირველმა რადიომ გაავრცელა, ის არის უბრალოდ მოგვარე. სიმარლე გითხრათ გავიცანი მას შემდეგ რაც ის საჩხერის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ეს იყო არჩევნების შემდეგ, ის მოვიდა და გამეცნო როგორც პოლიციის უფროსი. მხოლოდ მოგვარეები ვართ და არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობს",- განცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics