|
2017-04-18 16:28:30, 2274 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია ლავროვის ვიზიტზე: ჩვენი ამოცანაა, არა ემოციებს აყოლა, არამედ შესატყვისი რეაგირება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის "ვიზიტს" გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, ეს "ვიზიტი" სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არღვევს: „ეს არის თუ არ ვცდები მისი მე-4 ვიზიტი, და ყველა ეს ვიზიტი ბუნებრივია, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არღვევს, ჩვენ ეს მაგალითები წინა შემთხვევაში ვნახეთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ გაზრდილი პოლიტიკური საფრთხეების ფონზე(რაც არა მარტო საქართველოს ირგვლივ ხდება, ხედავთ როგორ იცვლება პოლიტიკური დღის წესრიგი ძალიან ბევრი ქვეყნის), არა ემოციებს აყოლა, არამედ გააზრებული, ძალიან სწორი, ზუსტი და შესატყვისი რეაგირება ყველა ფაქტზე, იმ ფორმატში და იმ მექანიზმების გამოყენებით, რომელიც იქნებოდა ყველაზე გონივრული",-აღნიშნა ბესელიამ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთს 18-19 აპრილს ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)