10:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 16:38:31, 346 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე ადასტურებს, რომ საფრანგეთში ვიზიტისას ირაკლი ალასანიას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ საფრანგეთში ვიზიტისას მან მის წინამორბედს ირაკლი ალასანიას ნამდვილად დაურეკა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, ხელშეკრულების გაფორმებას არ ითვალისწინებდა.

"რაც შეეხება იმას, დავურეკე თუ არა თავდაცვის მინისტრს, კი, დავურეკე. იყო განცხადება, თითქოს მე შევცვალე ჩემი პოზიცია. დავურეკე, რომ გარკვეულიყო რაღაც პროცედურები. მინდა აღვნიშნო, რომ მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, არანაირად არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას. რაც შეეხება იმას, რომ მემორანდუმს ვადა ამოეწურა, ხელშეკრულება კი გაფორმებული არ არის, ამაზე მოდით, ნდობის ჯგუფში ვილაპარაკოთ. ჩემი რჩევა იქნება ამ ფორმატში ნაკლებად ვისაუბროთ ამ საკითხზე", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

თავდაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვამ თავდაცვითუნარიანობის ამაღლების საკითხზე, რომელიც საფრანგეთში ირაკლი ალასანიას ვიზიტის ფარგლებში იყო განხილული, პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში ისაუბროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics