|
2017-04-18 11:17:43, 1065 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ორი კვირის წინ ჩასულმა ქვედანაყოფმა 32-ე ბატალიონისგან ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანა უკვე სრულად ჩაიბარა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე 12 ნოემბერს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო და სამოქალაქო პირთა ხსოვნას. პირად შემადგენლობას სიტყვით ტაქტიკური დაჯგუფების „სპარტანელების“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა სტეფან ფილიპსმა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა სკოტ მეიფიდმა მიმართეს. მათ 32-ე ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და 23-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს. ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკელი ორვარსკვლავიანი გენერალი ჯონ ტომსონი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციურ ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები, ქარაბაღისა და ბაგრამის გამგებლებიც მოიწვიეს. ცერემონიალზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართველი სამოქალაქო პირებიც იმყოფებოდნენ. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის 32-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ რომან სანიკიძეს „ბრინჯაოს ვარსკვლავი“, ხოლო პირად შემადგენლობას მედლები - „გენერალი კვინიტაძე“ და „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ გადაეცა. ქართულმა მხარემ კი, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვა. სამახსოვრო საჩუქები კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიების დასასრულს დამსწრე სამხედრო და სამოქალაქო პირები 32-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა. (NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)