20:47 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-16 23:37:09, 2416 ნახვა

მსოფლიო
ბინალი ილდირიმი: დემოკრატიის ისტორიაში თურქეთი ახალ გვერდს შლის

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედგების გამოცხადების შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. 

როგორც ილდირიმმა აღნიშნა, წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი. 

„თურქეთი ახალ გვერდს შლის მისი დემოკრატიის ისტორიაში“, - აღნიშნა ილდირიმმა. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში დღეს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics