20:49 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 21:07:31, 2523 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის ტრანსლირებაზე უარი თქვა

რუსეთის პირველმა არხმა ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის ტრანსლირებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ Interfax  იუწყება.

მედია საშუალების იფნრომაციით, პროტესტიოს მიზეზი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში რუს კონკურსანტ იულია სამოილოვას არ შეუშვებენ. ცნობილია, რომ სამოილოვა ანექსირებულ ყირიმში უკრაინის ხელისუფლების ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. კერძოდ, კი რუსი მომღერლის უკრაინაში შეშვება-არ შეშვების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ცნობილი გახდა, რომ იულია სამოილოვამ 2015 წელს ყირიმში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის პოლიტიკის მიხედვით კი, ხელოვანებს, რომლებიც ყირიმში გამართულ რაიმე სახის აქტივობაში მონაწილეობენ, უკრაინაში აღარ უშვებენ.

მედიის ცნობით, პირველი არხი უკრაინას კონკურსის პოლიტიზირებაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია 2017"-ზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. კონკურსის ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება. ფინალი კი 13 მაისსაა დაგეგმილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics