|
2017-04-13 17:57:28, 2865 ნახვა
ეკონომიკა
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 23.5%-ით გაიზარდა
2017 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.0 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 276.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23.5 პროცენტით (21.3 მილიონი აშშ დოლარით) მეტია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. სებ-ის ცნობით, იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა. 2017 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (41.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.3 მლნ აშშ დოლარისა (39.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)