|
2017-04-13 11:44:41, 2296 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო "ჩვენი ოფისი" გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 243 საწარმოა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ჩვენი ოფისი“ გაერთიანდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია თბილისში, ქვემო ალექსეევკას დასახლებაში, ემულსიის მწარმოებელ ქარხანას გახსნის, სადაც პირველ ეტაპზე 4 ადამიანი დასაქმდება. უწყების ცნობით, სამომავლოდ საწარმო პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. საწარმოში 2017 წელს 150 ტონა ემულსიის ხოლო 2018 წელს 250 ტონა ემულსიის წარმოება და რეალიზაცია იგეგმება. ემულსია ასფალტის დასაგებ ფენებს შორის საფარი ზონების გასამაგრებლად გამოიყენება. შპს „ჩვენი ოფისი“, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 256 800 ლარი ლარს შეადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)