|
2017-04-13 11:33:06, 1551 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი და ლევან დავითაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - რატევანსა და დისველში ყველის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ დისველში ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი კოოპერატივი „დისველი“ რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (СENN) თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. მათივე ინფორმაციით, ეკომიგრანტ ქალთა კოოპერატივის „დისველი“ პრეზენტაციაზე სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმატებული თანამშრომლობის, ასევე ეკომიგრანტების ეკონომიკური ხელშეწყობისა და აგრარული დარგის განვითარებაში ქალების როლის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. სოფელ რატევანში მდებარე ყველის გადამამუშავებელი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში (200 ათასი შეღავათიანი აგროკრედიტი) გადაიარაღდა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. საწარმოში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტი HACCP. საწარმო ნედლეულს მიმდებარე 5 სოფლის მოსახლეობისგან იბარებს და დღეში 5 ტონა რძეს და 500 კგ ყველს აწარმოებს. 7 სახეობის ბრენდირებული ყველის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, სუპერმარკეტების ქსელში ხორციელდება; უახლოეს მომავალში იგეგმება ყველის ექსპორტი გერმანიაში. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ახლახან სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა, რომელიც სოფლებში წარმოების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. „სტრატეგია სოფლებში წარმოების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც სოფლის მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს აუმჯობესებს. საწარმოები, რომლებიც მოვინახულეთ, თავის გარშემო ფერმერებს აერთიანებს, მათგან იბარებენ რძეს და ქმნიან ქართულ პროდუქტს. სოფელ რატევანში, საწარმოში რძეს 700 ფერმერისგან იბარებენ, სოფელ დისველში კი, რძეს მთელი სოფელი, დაახლოებით 170-მდე მოსახლე აბარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების კუთხით და, საბოლოო ჯამში, სოფლებში კეთილდღეობის შექმნას და ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს“,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის მენეჯერი გიორგი ჯიბლაძე, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SCO) რეგიონული დირექტორი ოლივიე ბურკი, ავსტრიის განვითარების საბჭოს (ADC) ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი, ასევე, რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (СENN) წარმომადგენლები. (NS)
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)