20:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 11:18:50, 2255 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: მჯერა დონალდ ტრამპის - ის ნატო-ს ერთგულია

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ენდობა, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.

როგორც სტოლტენბერგმა განმარტა, ნდობა განპირობებულია იმით, რომ დონალდ ტრამპი დემოკრატიული არჩევნების პირობებში ამერიკელმა ხალხმა აირჩია.

მისივე შეფასებით, დონალდ ტრამპი ნატო-ს ერთგულია.

მე მჯერა, რომ ის ერთგულია ნატო-სადმი, რადგან მან ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც დაამტკიცა. ახლა, პირველად ბევრი წლის განმავლობაში აშშ აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას ევროპაში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატო-სთვის, არამედ ვაშინგტონისთვისაც. სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებად მსოფლიოში აშშ-ს მეგობრები და მოკავშირეები სჭირდება და ნატო აშშ-სთვის საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. 

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს, რათა "ცივი ომის" თავიდან არიდება მოხდეს. 

"რუსეთი არ აპირებს არსად წასვლას, ამიტომ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრების გზების პოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი ცივი ომი. ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს. ალიანსმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ტერორიზთან საბრძოლველად. ამისთვის ყველაზე მძლავრი იარაღი ადგილზე სამხედრო ძალების გაწვრთნაა", - დასძინა მან.

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics