|
2017-04-13 11:15:58, 1689 ნახვა
საზოგადოება
პროექტი #წერექართულად დედაენის დღეს საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეებით აღნიშნავს
თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ 13 ახალი ქართული ფონტით, რომლებიც პროექტის #წერექართულად ფარგლებში გაციფრულდა. კონკურსის „ქართული ა" გამარჯვებული შრიფტები, რომლებიც ქართველმა დიზაინერებმა შექმნეს, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია, როგორც მაიკროსოფტის საოფისე, ასევე სხვა პროფესიულ პროგრამებში. კონკურსმა „ქართული ა", რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 2016 წლის ივნისში გამოავლინა. კონკურსის პარალელურად, ჯეოლაბში მიმდინარეობდა ფონტების ინჟინერიის კურსები სადაც 30-მა მსურველმა სრულიად უფასოდ შეისწავლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ქართული ფონტების შექმნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისთვის. 2 თვიანი ინტენსიური კურსის დასრულების შემდეგ, სწორედ მათ დაიწყეს მუშაობა კონკურსის „ქართული ა" გამარჯვებული ქართული შრიფტების გაციფრულებაზე. ახალი ქართული ფონტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განახლებული ვებგვერდიდან წერექართულად.com (www.writeingeorgian.org). ვებგვერდიდან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ქართველი დიზაინერების მიერ პროექტის #წერექართულად სიმბოლიკის გამოყენებით შექმნილი ახალი კოლექციები. აქვე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელექტრონული წიგნების სახლის „საბას" წიგნებიც. პროექტი #წერექართულად დედაენის დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს გთავაზობთ. ვებგვერდზე www.typegeorgian.ge ახალი ფონტების და „ძველი" საბეჭდი მანქანის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ვინტაჟური წერილები შექმნათ და შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში გააზიაროთ.
(R)
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)