20:02 - 18 Aug, 2026
|
2017-04-13 09:45:40, 2371 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ინდოეთში იმყოფებოდა. მან ინდოეთში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტს ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს. გახარიას განმარტებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ, საერთო განცხადებას მოეწერა ხელი. „ ამ განცხადებას ხელი მოეწერა ინდოეთის კომერციის მინისტრთან. შედეგად, ჩვენ მიზნად დავისახეთ, 6 თვეში ამ კვლევის დასრულება, რომ რაც შეიძლება მალე, იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილობა დაფიქსირდება ორივე მხარის მხრიდან, გაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)