11:38 - 18 Aug, 2026
|
2017-04-12 18:13:11, 2715 ნახვა
სამართალი საზოგადოება
სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა დააკისრა
საქალაქო სასამართლომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სარჩელი, "ქრონიკა +"-ის რედაქტორის ელისო კილაძის მიერ მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ელისო კილაძე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ეკა ბესელიას 1 500 ლარს გადაუხდის. სასამართლომ მიიჩნია, რომ ელისო კილაძის ინფორმაცია ფაქტებს არ ეყრდნობოდა და მის პირად მოსაზრებას წარმოადგენდა. ცნობისთვის, ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის ეთერში 2015 წელს გასულ ინფორმაციას ცილისწამებად მიიჩნევდა. მაშინ ელისო კილაძე აცხადებდა, რომ ბესელიამ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეიყვანა და გარკვეული გასამრჯელოც მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)