17:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 13:51:53, 2270 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ კერესელიძე სოფლის განვითარების ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების  ახალი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი, სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის პირველმა მოადგილემ  პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სოფლის განვითარების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სამოქმედო  ჯგუფების (LAG) ფორმირების პროცესი იწყება.  აღნიშნული სამოქმედო  ჯგუფები, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივი პროექტების შემუშავებაზე იმუშავებენ. 

აღნიშნული პროექტი ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას ევროკავშირის დელეგაციის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics