|
2017-04-11 20:10:56, 2703 ნახვა
მსოფლიო
სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა
7 აპრილს, სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილმა უზბეკმა რახმატ აკილოვმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ეჭვმიტანილი მზადაა ციხეში წასასვლელად. სამართალდამცველების ინფორმაციით, 39 წლის აკილოვი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეა. როგორც სამართალდამცავ ორგანოში აცხადებენ, აკილოვმა 2014 წელს შვედეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. მას ქვეყნის ტერიტორია 4 კვირის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა, თუმცა აკილოვი შვედეთში დარჩა და მიიმალა. შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა, სადაც თავდამსხმელი სატვირთო მანქანით ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)