|
2017-04-11 19:10:28, 1800 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: თითოეული ხმელი ხის მოჭრაზეც გავცემთ ნებართვას და ვადგენთ სტატისტიკას
თბილისის მერიის 2016 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ, თბილისის საკრებულოში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დავით ნარმანიამ დეპუტატების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. „მაშინ, როდესაც თქვენს დროს ერთ ღამეში იჩეხებოდა თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიები, ჩვენ თითოეული ხმელი ხის მოჭრაზეც გავცემთ ნებართვას და ვადგენთ სტატისტიკას“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისივე განცხადებით, კანონში (საქართველოს კანონი "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ") ახლახანს განხორციელებული ცვლილების თანახმად, მერია 1 თვის ვადაში შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისში მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის ახალ წესს და ასევე დაამტკიცებს საკომპენსაციო რგვებისა და მწვანე ნარგავების შეფასებაზე უფლებამოსილი პირებისათვის სავალდებულო კრიტერიუმებს. „ძალიან თვალსაჩინოა განსხვავება საკითხისადმი დამოკიდებულებაში დედაქალაქის წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებებს შორის. მაშინ როდესაც, თქვენ ნებართვასაც კი არ გასცემდით და ყველანაირი აღრიცხვის, სტატისტიკის გარეშე ჩეხავდით დედაქალაქში არსებულ ხე-მცენარეებს, ჩვენ თითოეული ხმელი ხის მოჭრაზეც გავცემთ ნებართვას და ვაკეთებთ სტატისტიკას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მწვანე ნარგავი და ის ახალი წესი, რომელსაც ჩვენ 1 თვის ვადაში წარვუდგენთ საკრებულოს, მოქმედს კიდევ უფრო დახვეწს და გაამკაცრებს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ამასთან, საუბრისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ რეგულაციებზე, კერძოდ, კ-3 კოეფიციენტის ფარგლებში დენდროლოგიური პროექტის სავალდებულო წესით შეთანხმებაზე, რომლის შესრულების ვალდებულება დაეკისრება დეველოპერს და მისი განხორციელების გარეშე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება არ დაიშვება, ანუ დედაქალაქში მშენებლობა არ განხორციელდება ისე, რომ მშენებელმა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ მოაწყოს გამწვანებული ტერიტორია. მერმა დასძინა, რომ დასრულების ფაზაშია, მოლაპარაკება დიღმის ტყე-პარკის კერძო მესაკუთრეებთან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობის თაობაზე, რომელიც საშუალებას იძლევა დიღმის ტყე-პარკი შეუნარჩუნდეს დედაქალაქს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)