|
2017-04-10 13:39:22, 2189 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: საქართველოს პრეზიდენტზე ყველაფრის გადაბრალებამ გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილზე ყველაფრის გადაბრალებამ გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო. აბაშიშვილის განმარტებით, სამი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის გუნდი სხვადასხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით კონსულტაციების ღიად აწარმოებენ. „პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ. ზოგადად, როცა ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის და ხდება ჩაკეტვა ვიწრო წრეში, ვიწრო სივრცეში, ამ დროს აქვს სწორედ ადგილი სხვადასხვა კონსპირაციებს, ეჭვიანობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფერის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტისადმი, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა ვინმე კარნახით. ცხადია, ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც. სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტის გუნდი ღიად აწარმოებდა კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან, მოსმენების კანონთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტერიტორიულ მოწყობასთან, აფხაზეთის თემასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეს იყო ღია კონსულტაციები თემატურ საკითხებზე და არა - კონსპირაციული“, - განაცხადა აბაშიშვილმა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტს საინტერესო კამპანია - “კონსტიტუცია ყველასთვის“ აქვს დაწყებული. "საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრები ხვდებიან მოქალაქეებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ვფიქრობ, რომ არის საინტერესო დისკუსია მთელ რიგ საკითხებზე“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)