17:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 22:43:24, 1987 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაბა ნასაკირალის მცხოვრებლებს შეხვდა და აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი მოსახლეობისაგან საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინა. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება ეკომიგრანტების პრობლემების მიმართ გამოიჩინა.

თავის მხრივ, მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც რეგიონის ყველა მოქალაქეს უფრო მეტ კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს.

,,წარმოდგენილია ჩვენი ეკომიგრანტები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც დაგეგმილია მაღალმთიან აჭარაში. ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია, კურორტ გოდერძის, გომის მთის, მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება. ასევე ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ნასაკირალის მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მგავსი თემატიკის შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობასთან პერმანენტულად ახორციელებს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics