|
2017-04-08 13:39:05, 2497 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: „დარიალჰესი“ ენერგოუსაფრთხოების საქმეში უდიდეს წვლილს შეიტანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში "დარიალჰესი" უნიკალურია და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „დარიალჰესის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, "დარიალჰესი" ეს არის ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდა. მისი თქმით „დარიალჰესი“ არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძვეელი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ. ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერის განმარტებით, „დარიალჰესის“ აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები „დარიალენერჯიში“ შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს. ცნობისთვის, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23%-ია. ეს არის ჰიდროენერგეტიკის სექტორში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)