|
2017-04-07 17:51:31, 941 ნახვა
რეგიონი
ბათუმი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს
ბათუმი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მასში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ოჯახის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ემერჯენსის ექიმები მონაწილეობენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ: „დღევანდელი სიმპოზიუმის თემა უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონისათვის. როგორც ცნობილია, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შექმნას. ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციულ მოწყობაში პირველად ჯანდაცვას მართლაც განსაკუთრებული როლი ეკისრება. ამისათვის საჭიროა ოჯახის ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას და მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას. მინდა წარმატებები ვუსურვო სიმპოზიუმის ყველა მონაწილეს. იმედი მაქვს ბათუმში ყოფნის დღეები ყველა თქვენგანისათვის სამახსოვრო და ნაყოფიერი იქნება!“, -აღნიშნა მინისტრმა. სიმპოზიმზე, „პირველადი ჯანდაცვა საქართველოში“ - მოხსენება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთ. სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელმა ლიკა თევზაძემ წარადგინა. სიმპოზიუმში, ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა სამედიცინო გაერთიანებების ხელმძღვანელები. გარდა ამისა, გაიმართება ქართველი და თურქი ოჯახების ექიმების, გადაუდებელი მედიცინის სამსახურების სიმპოზიუმები, რომლის ფარგლებშიც მოხდება გამოცდილებისა და დანერგილი სიახლეების გაზიარება. კონგრესი 9 აპრილს დასრულდება.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)