18:43 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:16:09, 2216 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნიკა მელია: პრეზიდენტის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე ყურადღების გამახვილება დამაკლდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტის ანგარიში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მეტ-ნაკლებად ასახავდა.

თუმცა, მელიას შეფასებით, ძირითადი აქცენტები არაფორმალურ მმართველობაზე უნდა ყოფილიყო გამახვილებული, რაც პრეზიდენტს არ გაუკეთებია. 

„პრეზიდენტმა მეტ-ნაკლებად ისაუბრა იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. თუმცა, დამაკლდა მისი მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე ყურადღების გამახვილება. დღეს, ქვეყანაში სასამართლო სისტემას, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციებს, ივანიშვილი აკონტროლებს, მას აქვს მცდელობა მთელი მედია მოსპოს და პრეზიდენტს ამ თემებზე უნდა დაესვა აქცენტი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილტა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics