08:55 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 18:53:30, 509 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-აშშ ურთიერთობების ფართო სპექტრი, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას.

თამარ ბერუჩაშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში ვაშინგტონსა და თბილისში დაგეგმილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრების შესახებ.

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics