18:39 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 11:22:18, 2409 ნახვა

მსოფლიო
ტილერსონი: რუსეთი ან ქიმიური თავდასხმის მონაწილე იყო, ან არაკომპეტენტური სახელმწიფოა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, რუსეთმა სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ 2013 წელს აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

„რუსეთი ან ქიმიური თავდასხმის მონაწილე იყო, ან არაკომპეტენტური სახელმწიფოა, რომელმაც ვერ შეძლო თავისი მოკავშირისთვის წვდომის შეზღუდვა ქიმიურ იარაღზე“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.

რაც შეეხება აშშ-ის სარაკეტო იერიშს, ტილერსონის თქმით, ეს ასადის საზარელი ქმედებისადმი პროპორციული პასუხი იყო.

ცნობისთვის, ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 60 "Tomahawk"-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics