|
2015-04-07 17:11:45, 905 ნახვა
ეკონომიკა
საგადასახადო დავების საბჭოს სხდომა აჭარაში ჩატარდა
გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვისა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მორიგი გასვლითი სხდომა აჭარის რეგიონში გამართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თავჯდომარეობით გამართულ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ქალაქ ბათუმის გადამხდელთა მომსახურების სერვის-ცენტრში გაიმართა, 20-მდე გადამხდელის საჩივარი განიხილეს. „საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა. დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით მართავს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)