|
2017-04-06 13:09:23, 2375 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგში, საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს - დაკავებულია რამდენიმე ადამიანი
სანქტ-პეტერბურგში, ნევის რაიონში საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, - ამის შესახებ Tass იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის დეაქტივაცია სამართალდამცველებმა მოახდინეს. მანამდე, ნევის რაიონში საცხოვრებელი სახლიდან მაცხოვრებლების ევაკუაციაც მოხდა. როგორც მედია წერს, მოწყობილობის აღმოჩენის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე სეროვის თქმით, ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ერთ-ერთ ბინაში იპოვეს, გააუვნებელყვეს. "რამდენიმე ეჭვმიტანილი აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია. ადგილობრივ მაცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ“,- განაცხადა სეროვმა. ამასთან, მისივე განმარტებით, საცხოვრებელი სახლიდან ევაკუირებული მოსახლეობა იქვე მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში გადაიყვანეს, მათთან სამედიცინო დახმარების ექიმები და ფსიქოლოგები იმყოფებიან.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)