|
2017-04-05 12:34:13, 2205 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 14 199 018 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 85%-ით აღემატება. სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. „პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც უმთავრესად განპირობებულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული და თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, გაზრდილია ექსპორტის გეოგრაფიაც. 2017 წელი აქტიურად დაიწყო და იმედია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -8 987 745, ჩინეთი -1 794 200, უკრაინა - 1 305 508, პოლონეთი - 561 294 და ყაზახეთი - 473 515 ბოთლი. ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 383% (1 794 200), ისრაელი - 333% (42 570), რუსეთი - 120% (8 987 745), კანადა - 55% (34 650), პოლონეთი - 27% (561 294), გერმანია - 22% (98 926), უკრაინა - 20% (1 305 508), აშშ - 7% (66 714), ლატვია - 5% (255 896). ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 302 962 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ს აღწევს. პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 46 990 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 142% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 137 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 114%-ს მიაღწია. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 58,5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა - ზრდამ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 76% შეადგინა.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)