18:39 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 13:27:09, 2459 ნახვა

მსოფლიო
პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვერონიკა სკვარცოვას ინფორმაციით, პეტერბურგის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება დაშავებულებს, „რია ნოვოსტის“ ცნობით, მათ რიცხვი 51-მდეა გაზრდილი.

3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურს - ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და „სენნაია პლოშადს“ შორის აფეთქება მოხდა. პეტერბურგში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პეტერბუგის მეტროსადგურ „Сенная“-ს და „Технологический институт“-ს შორის აფეთქება მოხდა. მოგვიანებით მეტროსადგურ "Площадь Восстания" ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროს 63-ვე სადგური დაიხურა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics